ხმა
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
ხმა ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდია, სახელი კატო მიქელაძეს საპატივცემულოდ შეირჩია, რომელიც 1917-18 წლებში პირველ ქართულ ქალების გაძლიერებაზე მიმართულ გაზეთს გამოსცემდა სახელწოდებით ''ხმა ქართველი ქალისა'' და იყო რეპრესიების მსხვერპლი. ბრენდის შექმნის პირველივე დღიდან სხვადასხვა ტიპის გზავნილებს ვავრცელებთ მომხმარებლებისთვის,ძირითადი ხაზი კი ''Love yourself'' ''why not'' - ია, რომელიც ემსახურება ჩვენს გარშემო არსებული სტერეოტიპების მსხვრევას ქალთა მიმართ.. გარდა კომერციული მიზნებისა გვაქვს სხვადასხვა სთორ და პოსტ აქტივობები გათვლილი იმაზე რომ შეიყვარონ საკუთარი თავი და განთავისუფლდნენ სტერეოტიპებისგან.. ძალიან ბევრი თინეიჯერი გვწერს პირად შეტყობინებებში და გვეუბნება რომ ჩვენმა გზავნილებმა სხვანაირად გადააფასებინა ღირებულებები, თითოეული პროდუქტი რაც იქმნება სწორედ ამ შეტყობინებებს ავრცელებს და თითოეულ გზავნილს თან ვატანთ ბარათს რომელიც მიმართულია კიდევ და კიდევ იმის შეხსენებაზე რომ საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს არ დავემორჩილოთ ჩარჩოებს და ვაკეთოთ ის რაც გვიყვარს..