ნინასი
ნინასი
რესტორნები, კაფეები, ბარები, კლუბები
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ბიზნესის აღწერა
"ნინასი" არის მცირე ზომის დრაივის ტიპის (ქოფი შოპი) წალენჯიხაში, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო აწარმოე საქართველოს საგრანტო კონკურსში გამარჯვებით. ვმუშაობთ მაღალი ხარისხის ყავის მარცვალზე, გვაქვს ვეგანური მიმართულება, შესაბამისად ობიექტს სტუმრობს ბევრი ტურისტი. ამ კუთხით შევიტანეთ რაიონში სიახლე და გაჩნდა წვდომა მიუწვდომელ პროდუქტებზე. დასაქმებული პირები გადიან ტრენინგებს და მასტერკლასებს, ეუფლებიან ახალ პროფესიას. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბაზარზე ხარისხის შენარჩუნება, ცნობადობის მოპოვება და გაფართოება. ბიზნესი მდებარეობს წალენჯიხაში და ახლო მომავალში ჩვენი დიდი სურვილია ვიყოთ წარმოდგენილი სხვა და სხვა ქალაქსა თუ რაიონში.