Iko Kids

Iko Kids

წარმოება

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

იკოქიდსის სახელოსნოში ვამზადებთ ტექტილის ეკომეგობრულ, ხელნაკეთ, განმავითარებელ და საგანმანათლებლო სათამაშოებს და საბავშვო ოთახის დეკორაციებს. ჩვენი ხელნაკეთი პროდუქტები ხელს უწყობს ბავშვების ფანტაზიის, დამოუკიდებლობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას. რითიც ვეხმარებით მშობლებს აღზრდის პროცესიის გამარტივებაში. ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, რომ საზოგადოებაში გავაღვივოთ ყურადღება ეკოლოგიური არჩევანის მნიშვნელობაზე, ზრდასრულებს შევახსენოთ პასუხისმგებლობა მომავალი თაობის მიმართ, და მშობლებს მივაწოდოთ ინფორმაცია თამაშისა და გარემოს გავლენაზე ბავშვის განვითარებაში. პროდუქციის დასამზადებლად ვიყენებთ ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს (როგორიცაა OEKO-TEX სტანდარტის ბამბის ქსოვილი და ბუნებრივად დამუშავებული ხე). ტექსტილის ნარჩენები არ იყრება — გადავცემთ მეორად გადამუშავებაში. შეფუთვაში ვიყენებთ ბიოდეგრადირებად ჩანთებს, ვცდილობთ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიაზე და გარემოზე ზრუნვის საკითხში. ამ ეტაპზე, იკოქიდსი ასაქმებს 4 ქალს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პროდუქციის ხელნაკეთ წარმოებაში. თითოეული მათგანი ჩვენს სახლოსნოში უსასყიდლოდ დაუფლა კერვას და შემდეგ გააგრძელა ჩვენთან თანამშრომლობა. იკოკიდსი საქართველოს ბაზარზეა 2019 წლიდან და მიუხედავად პატარა ზომისა, იქცა საერთაშორისო ბაზარზე ორიენტირებულ, მდგრად ბრენდად. 2023 წელს მივიღეთ სახელმწიფო გრანტი "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 2024 წელს კი პირველი ექსპორტი განვახორციელეთ საბერძნეთში.