ნიუ მეჯიქი
განათლება, მეცნიერება, დასაქმება
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ბიზნესის აღწერა
ჩვენი მრავალპროფილური პროფესიული სასწავლებელი მდებარეობს აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში, სადაც ისწავლება 5 პროფესიული პროგრამა, ესენია: 1. საბაჟო საქმე 2. ფარმაცია (სააფთიაქო) 3. საექთნო განათლება 4. აღმზრდელი 5. ბუღალტრული აღრიცხვა. ჩვენი კოლეჯი უზრუნველყოფს პროფესიონალ და ბაზრის მოთხოვნის შესაბამის კადრებს, რომლებიც წარმატებით საქმდებიან ჩვენს პარტნიორ ჰოსპიტალებში, სააფთიაქო ქსელებში, საბავშვო ბაღებსა და სხვადასხვა კერძო კომპანიებში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს რეგიონის სტაბილურობას, ახალგაზრდების რეგიონშივე დასაქმებასა და მათ შენარჩუნებას ქვეყნაში. აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ კოლეჯი ნიუ მეჯიქი არის ერთადერთი პროფესიული სასწავლებელი აჭარის რეგიონში, სადაც შეისწავლება პროგრამა" საბაჟო საქმე" , რაც უმნიშვნელოვანესია ამ რეგიონისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს რეგიონს გააჩნია: საერთაშორისო აეროპორტი, საზღვაო პორტი და სასაზღვრო გამშვები პუნქტი.