Supta.ge

Supta.ge

ელექტრონული კომერცია

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

Supta.ge თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წამყვანი B2B მომარაგების ციფრული პლატფორმაა, რომელსაც საქართველოში ბიზნესების მომარაგება სრულიად ახალ დონეზე აჰყავს. ჩვენი მისია მარტივია — გავამარტივოთ და დავაჩქაროთ კომპანიებისთვის აუცილებელი პროდუქტების მიღება, ეფექტური და სანდო ლოჯისტიკური მომსახურების გზით. ჩვენ ვემსახურებით ყველა მასშტაბის ბიზნესს — მცირე მეწარმეებიდან დაწყებული, მსხვილ საწარმოებამდე — და ვთავაზობთ ყოველდღიურად საჭირო პროდუქტების ფართო ასორტიმენტს, როგორიცაა ქაღალდის ხელსახოცები, საწმენდი საშუალებები, საკანცელარიო ნივთები და ერთჯერადი პროდუქცია. ჩვენი კატალოგი შექმნილია იმისთვის, რომ ყველა ბიზნესს მისცეს შესაძლებლობა მარტივად, სწრაფად და დროულად უზრუნველყოს ოპერაციული საჭიროებები. ჩვენ კარგად გვესმის დროის ღირებულება ბიზნესში, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკუთარი საწყობი ან ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა. სწორედ აქ ჩნდება Supta.ge — ჩვენ ვხდებით კომპანიის შესყიდვების დეპარტამენტის განუყოფელი ნაწილი და ოპერატიულად ვუზრუნველვყოფთ, რომ არაფერმა შეაფერხოს მათი ყოველდღიური საქმიანობა. Supta.ge-ს გუნდი ვმუშაობთ მომხმარებელზე ორიენტირებულად — აქტიურად ვაგროვებთ უკუკავშირს და მუდმივად ვაახლებთ პლატფორმის ფუნქციონალს, ვამატებთ საჭირო პროდუქტებს და ვაუმჯობესებთ მომსახურებას. ჩვენი გრძელვადიანი ხედვაა — გავხდეთ საქართველოში ყველაზე სანდო, ინოვაციური და სწრაფად მზარდი B2B მომარაგების პლატფორმა. მუდმივად ვცდილობთ ბაზრის ცვალებად საჭიროებებზე მორგებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რომ კიდევ უფრო მარტივი გავხადოთ შესყიდვის პროცესი.