LaTerra · ლატერა

LaTerra · ლატერა

კვების მრეწველობა, სასმელები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენი პროდუქტი არის ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო, რომელიც მზადდება უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი ყურძნისგან და აერთიანებს როგორც საუკუნეების გამოცდილებას, ისე თანამედროვე წარმოების სტანდარტებს. კომპანია დაარსდა 2022 წელს და მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ახალი ბრენდია ბაზარზე, უკვე დღეს ვაწარმოებთ ხუთი განსხვავებული სახეობის ღვინოს, რომლებიც გამორჩეულია და მიმართულია სხვადასხვა სეგმენტზე — როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მომხმარებელზე. პროდუქტის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი: • დამზადებულია ადგილობრივი ნედლეულისგან — ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მაღალხარისხიან ყურძენს ადგილობრივი მევენახეებისგან, რაც უზრუნველყოფს სარგებელს როგორც მწარმოებლისთვის, ასევე ფერმერებისთვის. • ტექნოლოგია და ტრადიცია — ღვინის წარმოებაში ვაერთიანებთ ტრადიციულ ტექნოლოგიას და თანამედროვე მეთოდებს, რაც მის სუნსა და გემოს უნიკალურ ხასიათს ანიჭებს. • სტაბილურად მაღალი ხარისხი — წარმოების პროცესში მკაცრად ვიცავთ ჰიგიენურ და ტექნოლოგიურ სტანდარტებს, ვიყენებთ სერტიფიცირებულ საწარმოო პროცესს და ვმუშაობთ პროდუქტის საერთაშორისო ბაზრებზე გასატანად. • მდგრადი მიდგომა — ვზრუნავთ გარემოზე, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე და მიზნად ვისახავთ მდგრადი საწარმოს შექმნას, რომელიც წლების განმავლობაში შექმნის ახალ ღირებულებებს. ჩვენი ღვინო უკვე იპყრობს მომხმარებელთა ყურადღებას როგორც გემოვნური თვისებებით, ასევე ბრენდის ფილოსოფიით — შეიქმნას არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ისტორია, რომელსაც თითოეული ბოთლი ყვება.