Trinity Education

Trinity Education

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენი კომპანიის მიმართულებაა საგანმანათლებლო ქონსალთინგი (ე.წ. Education Consulting), რაც გულისხმობს ქართველი ახალგაზრდების დაკვალიანებას და დახმარებას მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩაბარებასა და სრული/ნაწილობითი დაფინანსებების მოპოვებაში. საქართველოში წარმოვადგენთ 3 000-მდე მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტსა და ბიზნეს სკოლას, ასევე, ბორდინგ სკოლებსა და ბრიტანეთში მდებარე საუკეთესო Sixth Form College-ებს, როგორებიცაა: Oxford International College, Cardiff Six Form, ა.შ. (იხ. რეიტინგი: https://www.sixth-form.com/uk-college-league-tables/top-private-sixth-form-colleges/). ყოველწლიურად იზრდება არა მხოლოდ პროგრამების არჩევანი, არამედ სასტიპენდიო ფონდების რაოდენობაც, რის შესახებაც ბევრ ქართველს არა აქვს ინფორმაცია ან არ იცის საიდან, როდის და როგორ დაიწყოს პროცესი. ჩვენ ვეხმარებით როგორც პროგრამისა და უნივერსიტეტის შერჩევაში, ასევე, დაფინანსების მოპოვებასა და შემდგომ სასწავლო ვიზების მიღებაში, ანუ ყველა ეტაპზე მივყვებით მომხმარებელს, სრული, პროფესიონალური მხარდაჭერით. ჩვენს სასწავლო ცენტრში კი ქართველი მოწაფეები ეუფლებიან ინგლისურ და გერმანულ ენებს, ასევე, ემზადებიან და საუკეთესო შედეგებით აბარებენ ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცდებს, როგორებიცაა SAT, GMAT, GRE, IELTS, TOEFL და კემბრიჯის გამოცდები (FCE, CAE). ინგლისური ენის სასწავლო პროცესს უძღვებიან მაღალკვალიფიციური ინგლისურენოვანი პედაგოგები. საქართველოში ჯერჯერობით არც ისე განვითარებულია აკადემიური ქონსალთინგის მიმართულება და ჩვენი მსგავსი კომპანიები თითზე ჩამოსათვლელია. ჩვენი კანდიდატების აპლიკაციებზე მუშაობენ კონსულტანტები, რომლებმაც საგანმანათლებლო ქონსალთინგის პროფესიული ცოდნის გარდა, თავად გაიარეს უცხოეთში სასწავლებლად გამგზავრებისა და სწავლის ყველა ეტაპები. ამასთანავე, ვმუშაობთ როგორც პარტნიორ, ასევე არაპარტნიორ სასწავლებლებთან და ჩვენი სპეციალიზირებული, Oxbridge სერვით მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ უპირობო ჩარიცხვა სტიპენდიებით აშშ-ს Ivy League-სა და ბრიტანეთის Russell ჯგუფის უნივერსიტეტებში. თითოეული აკადემიური წლის ჭრილში საშუალოდ 100-მდე ქართველ მომხმარებელს ვამგზავრებთ უცხოეთის მოწინავე უნივერსიტეტებში, ხოლო მომდევნო 2 წლის მანძილზე, ვგეგმავთ ამ რიცხვის გაორმაგებას, რათა მეტ ქართველს მივცეთ სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობა და მსოფლიო განათლება ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა მოტივირებული სტუდენტისათვის. ამჟამად მოლაპარაკებები გვაქვს სხვა ტოპ უნივერსიტეტებთან პარტნიორობებზე და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ვგეგმავთ პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობის გაზრდას. 2025 წლის ოქტომბრიდან, ვიწყებთ განათლების გამოფენების ციკლსაც, რომელის წელიწადში 2-ჯერ გაიმართება საქართველოს დიდ ქალაქებში, ოქტომბრისა და აპრილის თვეებში, და ქართველ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ ტოპ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. ვაორმაგებთ შტატსაც, რათა დავასაქმოთ და დავატრენინგოთ მეტი აკადემიური კოორდინატორი. ამგვარად, დასაქმების ზრდის ხელშეწყობის გარდა, ეს მიმართულებაც განვავითაროთ.