LitKid

LitKid

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

LitKid.ge ეს არის პლატფორმა ბავშვებისა და წიგნების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ლიტქიდი საბავშვო ლიტერატურის ციფრული გზამკვლევია, რომელიც საქართველოში არსებულ ყველა საბავშვო წიგნს, გამომცემლობას აერთიანებს და მომხმარებელს ეხმარება წიგნები ბავშვის ასაკის, ინტერესებისა და საჭიროების მიხედვით შეარჩიოს. ჩვენ მშობლებისა და აღმზრდელებისთვის წიგნის შერჩევისა და შეძენის პროცესს ვამარტივებთ. LitKid ხელს უწყობს წიგნის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის ზრდას საქართველოს მასშტაბით. ამ მიმართულებით ბოლო 1 წლის განმავლობაში არაერთი აქტივობა ჩავატარეთ. ნოემბერში დავიწყეთ კამპანია #ბავშვებიჩუქნიანბავშვებს, რომელის ფარგლებშიც წიგნები შევაგროვეთ და ჩავიტანეთ მარნეულის სოფელ შუალვერის # 1 საჯარო სკოლაში. წიგნები მოსწავლეებს გადავეცით საჩუქრად. ეს სოფელი შემთხვევით არ შეგვირჩევია, იქ წიგნის მაღაზიაც კი არ ასებობს და ახალ თაობას წიგნებზე ფაქტობრივად ხელი არ მიუწვდება. პლატფორმა ამარტივებს მშობლებისა და აღმზრდელების წვდომას საბავშვო ლიტერატურაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ოჯახებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია ან რესურსი შესაბამისი წიგნების მოსაძებნად. ამით ლიტქიდი ხელს უწყობს განათლებაში თანასწორი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენ წიგნები მიგვაქვს ისეთ რეგიონეში სადაც წიგნის შეძენა მარტივი არ არის, მაგალითად ახლახან ცაგერში გავაგზვანეთ წიგნები ჩვენი ერთ-ერთი მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, პროექტი მხარს უჭერს ქართული საბავშვო ლიტერატურისა და ავტორების პოპულარიზაციას. ლიტერატურული მარათონის ფარგლებში. რომელიც წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს ჩავატარეთ, საბავშვო ავტორებმა პატარა სტუმრებთან ერთად. ამას გარდა თვეში ერთხელ, სრულიად უფასოდ ვატარებთ შეხვედრებს ბავშვებთან, სადაც წიგნის კითხვის საათთან ერთად, ბავშვები ინტერაქციურ ვორქშოპებში არიან ჩართული. გვაქვს წიგნის კლუბიც. ჩვენი მიზანია ახალ თაობაში გავზარდოთ კითხვის მოტივაცია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საფუძველს ქმნის ძლიერი, განათლებული და შემოქმედებითი ახალი თაობის ჩამოსაყალიბებლად.