Adamiani.ადამიანი

Adamiani.ადამიანი

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა ბრენდი „ადამიანი“ ახორციელებს ორ უნიკალურ ეკო-სოციალურ პროექტს, რომლებიც ნარჩენების მართვას, გარემოსდაცვასა და საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურება: 1. ეკოადამიანის კამპანია ვთანამშრომლობთ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან, ვაგროვებთ მათ სარეკლამო ბანერებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავთ ქალაქის სივრცეში და გადამუშავების გზით ვქმნით უნიკალურ ჩანთებს, აქსესუარებსა და საჩუქრებს. ეს ინიციატივა კომპანიებს აძლევს საშუალებას თავიანთი ნარჩენები გადაიაქციონ მდგრადი განვითარების ელემენტად, რომელიც ქმნის ახალ ღირებულებას და აძლიერებს ბრენდულ იმიჯს. 2. „მაშო მეგობრებისთვის“ პროექტი ამუშავებს ცხოველების საკვების ცარიელ ტომრებს, აქცევს მათ ახალი გამოყენების მქონე ყოველდღიურ ნივთებად – ჩანთებად, ქეისებად, აქსესუარებად. შემოსავლის 30% ხმარდება მიუსაფარი ცხოველების კვებასა და მკურნალობას. პროექტი აერთიანებს მომხმარებელთა პასუხისმგებლობას, გარემოზე ზრუნვასა და ცხოველთა დაცვას.