Elmos Club

Elmos Club

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ელმოს კლუბი არის ინოვაციური საგანმანათლებლო ცენტრი ბათუმში, რომელიც აერთიანებს ინგლისურენოვან საბავშვო ბაღსა და სტუდიურ გაკვეთილებს მშობლებისა და ბავშვებისთვის, დაბადებიდან 6 წლამდე. ჩვენი მიზანია, ოჯახებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის ადრეული განათლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად — სერვისი, რომელიც ამ დრომდე რეგიონში ხელმიუწვდომელი იყო. ჩვენი პროგრამები ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე, რაც იძლევა შესაძლებლობას, მომსახურებით ისარგებლონ როგორც უცხოელმა, ასევე ადგილობრივმა მომხმარებლებმა. ეს ქმნის ახალ სტანდარტს რეგიონში და ახდენს გავლენას სხვა საბავშვო ბაღების მიდგომებზე — ელმოს კლუბი უკვე აღიარებულია როგორც ძლიერი და სამაგალითო კონკურენტი. ჩვენ ვქმნით ღირებულებას არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მათი აღმზრდელებისთვისაც. აქტიურად ვზრდით ცნობიერებას ადრეული ასაკის განათლების მნიშვნელობაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ქცევა იცვლება — მშობლები ხდებიან უფრო ინფორმირებული, ჩართული და პასუხისმგებლიანი, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი და განათლებული თაობის აღზრდას. ელმოს კლუბის ონლაინ პროგრამები უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, რაც აძლევს მომხმარებელს საშუალებას, დისტანციურად ჩაერთოს ჩვენს ინოვაციურ საგანმანათლებლო მოდელში. პარალელურად, ვმუშაობთ პროგრამების გაფართოებაზე ქოლგის პრინციპით, რათა მომსახურება უფრო მეტ ქალაქში გახდეს ხელმისაწვდომი (დამატებითი ინფორმაცია: Partnerships – ელმოს კლუბი). გვაქვს ძლიერი გავლენა ადგილობრივ ბიზნეს გარემოზე — ჩვენი მაღალი სტანდარტები ქმნის კონკურენტულ გარემოს და ახალ შესაძლებლობებს სხვა დაწესებულებებისთვის. ამასთან, ვართ სანდო და ღირსეული დამსაქმებელი: ვქმნით მრავალფეროვან შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვისა და უფროსკლასელებისთვის. ვთავაზობთ სტაჟირებასა და მოხალისეობრივ პროგრამებს, რაც ზრდის მათი პროფესიული განვითარების და დასაქმების შანსებს (დაწვრილებით: კარიერა – ელმოს კლუბი). მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ელმოს კლუბს აქვს მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი — წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა ჩვენს პროგრამებზე, ფართოვდება ბაზარი და სტაბილურად მატულობს შემოსავლებიც.