Ambavi Creators

Ambavi Creators

კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ამბავი კრეატორსისის მთავარი მისია ამბების თხრობაა. ამბები, რომლისაც გვჯერა, ადამიანებს საშუალებას გვაძლევს საერთო მიზნებისა და ამოცანების გარშემო გავერთიანდეთ. სწორედ ამიტომ, სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის ბუნებრივ გაგრძელებას. ჩვენთვის პრიორიტეტულია განათლება და კულტურა, როგორც საზოგადოების განვითარების საფუძველი. სწორედ ამიტომ, ვქმნით ინტერაქტიულ სივრცეებს, რომლებიც ხელმისაწვდომად, შემოქმედებითად და ტექნოლოგიის გამოყენებით აცნობენ საზოგადოებას მნიშვნელოვან ამბებს, რომლებიც გვმუხტავს და საერთო ძალისმხევის გაღებისკენ გვიბიძგებს. ამბავიკრეატორსის საქმიანობა მრავალმხრივია და მასშტაბურად მოიცავს როგორც ციფრულ სივრცეს, ისე ფიზიკურ გარემოში განხორციელებულ აქტივობებს. ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ისტორიაში, ცოცხალ მეხსიერებასა და კულტურულ მემკვიდრეობაში შემონახული იმ ამბების პოპულარიზაცია, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენ იდენტობას და თვითმყოფადობას და ამას თანამედროვე, ინოვაციური ფორმატებით ვაკეთებთ – ისეთი ინსტრუმენტებით, რომლებიც ახლოს არის ახალ თაობასთან და ამ ამბებს ყველასთვის გასაგებ, საინტერესო და ცოცხალ გამოცდილებად გარდაქმნის. ჩვენი მიზანია ხელოვნებისა და ტექნოლოგიის მეშვეობით საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენ ვუბიძგოთ და ისეთი გამოცდილებები შევქმნათ, რომლებიც აფართოებს ცნობიერებას, ახალისებს შემოქმედებითობას და აძლიერებს თავისუფლებას. ამ პროექტებით ჩვენ ვუზიარებთ ცოდნას და კულტურულ ღირებულებებს ყველას — მათ შორისაც, ვისაც შესაძლოა ასეთი წვდომა იშვიათად ჰქონდეს. ამბავი კრეატორსი აგრძელებს ამ გზით სიარულს — რათა ხელოვნება გახდეს განათლების ფორმა, ხოლო განათლება — კულტურის ცოცხალი გამოცდილება.