Connect. - Medical Tourism

Connect. - Medical Tourism

მედიცინა, ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ქონექთ ჰელზქეარი 2023 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანი მსოფლიოს გარშემო ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების დახმარებაა, მათი სამედიცინო ტურიზმში ჩართვით. ჩვენ ვერხმარებით პაციენტებს, გადაადგილდნენ ერთი ქვეყნიდან მეორეში, რათა მიიღონ მათთვის საჭირო სამედიცინო დახმარება. გაეროს მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად, 60 მილიონ ადამიანზე მეტი ვერ ახერხებს საჭირო სამედიცინო პროცედურის მიღებას, რადგან ან არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარ ქვეყანაში ჩაიტაროს ის, ან მის ქვეყანაში არსებობს სერიოზული ინფრასტრუქტურული, უსაფრთხოების ან საკანონმდებლო პრობლემები, რომლებიც ზღუდავს მათ შესაძლებლობებს. მაგალითად, ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში აკრძალულია პლასტიკური ქირურგია ნებართვის გარეშე, ზოგ აზიურ ქვეყანაში, აკრძალულია ხელოვნური განაყოფიერების პროცედურით სარგებლობა, ზოგ სამხრეთ ამერიკულ და ჩრდილოეთ აფრიკულ ქვეყანაში ან საერთოდ არ არის კონკრეტული სამედიცინო პროცედურები, ან მათი ხარისხი და შედეგიანობა ძალიან დაბალია. პრობლემაა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც პროცედურა ძალიან ძვირია და მისით სარგებლობისთვის ხშირად რამდენიმე თვიან ან სულაც წლიან რიგში დგომა და ლოდინი გიწევს, ჯანმრთელობას კი მოცდა არ უყვარს. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით ხელოვნურ ინტელექტზე შექმნილი პლატფორმა, რომელიც ავტომატურად, პრეფერენციების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების მიხედვით, აკავშირებს პაციენტებს, სამედიცინო ცენტრებსა და მესამე მხარის კომპანიებს (ტურისტულ სააგენტოებს, სასტუმროებს, ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო კომპანიებს, იურიდიულ კომპანიოებსა და ყველა იმ სერვისს, რომელიც ამ პროცესში არის მნიშვნელოვანი) და ვქმნით ყოვლისმომცველ სამედიცინო ტურისტულ პაკეტს, რომლის შეძენაც მხოლოდ ერთი გადახდითაა შესაძლებელი. ცალ-ცალკე ყველა ამ პროცესის გავლას, სამედიცინო ცენტრის მოძიებასა და სერვისების დაჯავშნას მინიმუმ 3 თვე და 30%-ით მეტი თანხა სჭირდება, ჩვენთან კი ყველაფერი რამდენიმე საათშია შესაძლებელი. პაკეტის შეძენის შემდეგ, პაციენტს ჰყავს მისი პირადი ასისტენტი, როგორც რეალური, ისე ხელოვნური ინტელექტი, რომლებიც ეხმარება მას პროცესის ნავიგაციაში. ასევე, პაციენტს აქვს წვდომა აპზე, საიდანაც შეუძლია მართოს სრული ტური. პარალელურად, სამედიცინო ორგანიზაციებსა და მესამე მხარეს ვთავაზობთ CRM ინტეგრირებულ პანელს, საიდანაც შეუძლიათ მართონ ჯავშნები და ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია როგორც პაციენტთან, ისე ერთმანეთთან, რათა მოხდეს სრული კოორდინაცია. ჩვენი პლატფორმა მონაცემებზეა დაფუძნებული, შესაბამისად ვაწარმოებთ უმნიშვნელოვანეს ანალიტიკურ და სტატისტიკურ კვლევებს, რომლებიც ეხმარება პროცესში ჩართულ თითოეულ ბიზნესს.