Radar
ტურიზმი
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
ბიზნესის აღწერა
"რადარი" არის ქართული სტარტაპი, რომელიც გათვლილია სასტუმროსა და რესტორნის სფეროსთვის. ჩვენი კომპანია მიზნად ისახავს სასტუმროების ოპერაციული ეფექტიანობის ზრდას, შემოსავლების ოპტიმიზაციასა და სტუმრის გამოცდილების გაუმჯობესებას. Radar წარმოადგენს სრულად ავტომატიზებულ ციფრულ გადაწყვეტას, რომელიც გამიზნულია მცირე და საშუალო ზომის, დამოუკიდებელი სასტუმროებისთვის, რომლებიც არ არიან გლობალურ ბრენდებთან დაკავშირებული. სასტუმროს ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე და რთულად სამართავი სფეროა, რომელიც ხშირად დგას ფინანსური ზარალისა და კვალიფიციური კადრების გადინების წინაშე. ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზია ბაზრის განვითარების დინამიკაზე დაკვირვების ანუ რეალურ დროში ბიზნესის ზუსტი დიაგნოსტიკა, მისი დროული ანალიზი და შესაბამისი ყველა მოსალოდნელი პრევენცია. კონკურენციის გაშიფვრა და ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენება როგორიცაა: მოქნილი საფასო პოლიტიკა, შემოსავლებისა და ხარჯების ოპტიმიზაცია, სტუმრის კმაყოფილების მართვა. ადგილობრივი სასტუმროები, რომლებიც ოპერირებენ დამოუკიდებლად, არ ფლობენ შესაბამის ინფორმაციას, ცოდნას და გამოცდილებას, რაც მათ ხშირად აყენებს რთული კრიზისის წინაშე. რადარის სტარტაპი ციფრული პლატფორმის მეშვეობით ეხმარება ადგილობრივ სასტუმროებს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავებაში, როგორიცაა: 1. შემოსავლისა და ფასების არაეფექტური მართვა; 2. მომსახურების სტანდარტების არასტაბილურობა; 3. ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა; 4.სტუმრის გამოცდილების ინკონსისტენტურობა; 5.რესურსების არარაციონალური გამოყენება; 6.კონკურენციის მონიტორინგი; 7. საკადრო რესურსების დეფიციტი; 8.გაყიდვებისა და შესყიდვების რგოლის დეფიციტურ ინფორმაციაზე წვდომა; "რადარის" გუნდი შედგება გამოცდილი სპეციალისტებისგან, ჰოტელიერებისა და დეველოპერების სახით, რომლებსაც აქვთ ერთობლივი მუშაობის გამოცდილება სტარტაპის იდეიდან მის შექმნამდე * რადარი უნიკალურია იმით, რომ ის აერთიანებს სასტუმროს ძირითადი ოპერაციული სისტემების ავტომატიზაციას ერთ პლატფორმაში და უახლეს მომავალში გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ანალიტიკას მიღბული დიაგნოსტიკისთვის მზა რეკომენდაციისა და ახალი საუკეთესო გადაწყვეტილების სახით, რაც დაზოგავს სასტუმროს მენეჯმენტის უდიდეს დროსა და რესურსს, გამორიცხავს ადამიანურ შეცდომას და ბევრად გააუმჯობესებს შემოსავლებს რეალურ დროში. რადარი არის პირველი პლატფორმა საქართველოში, რომელიც ერგება კონკრეტულად ლოკალურად მფლობელობაში მყოფ არაბრენდულ სასტუმროებს, რომელთაც არ აქვთ წვდომა ძვირადღირებულ საერთაშორისო სისტემებზე.