Reckless

Reckless

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

Reckless — თანამედროვე ქართული სტრიტვეარ ბრენდი, რომელიც შექმნილია ახალგაზრდული თვითგამოხატვის, თავისუფლებისა და სოციალური პოზიციის გასახმოვანებლად. ბრენდი მალევე გასცდა მოდის ფარგლებს და იქცა კულტურული მოძრაობის ნაწილად — ის გახდა ახალი თაობის იდენტობის ფორმა. 2025 წელი Reckless-ისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა - ბრენდმა წარმატებით განახორციელა მასშტაბური კოლაბორაციები წამყვან ქართულ ორგანიზაციებთან: თიბისი ბანკი (Cannes Lions-ისთვის), საქართველოს ბანკი, Adjarabet-ის სპორტული ნაკრები, ZEG Festival და SportFest. Reckless-ის დიზაინერებმა Cannes Lions-ზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს მარკეტერის კატეგორიაში. Advan production თან თანაკოლაბორაციის შედეგად ბრენდის ვიდეო რგოლი დაშორთლისტდა Ad Black Sea-ის Craft და Berlin Fashion Film Festival-ის Short Fashion Movies კატეგორიაში. მომხმარებლისთვის Reckless-ს წარმოადგენს არა მხოლოდ სტილს, არამედ პოზიციას. ჩვენი კოლექციები ემყარება რეალურ სოციალურ და კულტურულ კონტექსტებს — მომხმარებელი ბრენდში ხედავს საკუთარ თავს და საკუთარ ხმას. ბრენდი იზრდება სტაბილურად და სტრატეგიულად. დავიწყეთ საერთაშორისო ექსპანსიის პროცესი — ვმუშაობთ გაყიდვების და PR სააგენტოებთან ევროპის წამყვან ქალაქებში. Reckless-ი ხარისხის და სანდოობის სინონიმია. ყველა პროდუქტი უმეტესწილად იწარმოება საქართველოში, სრული კონტროლით, მასალების შერჩევიდან შეფუთვამდე. ყოველი დეტალი ასახავს ბრენდის მიდგომას Reckless არის ბრენდი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს ქართულ მოდას — ლოკალურ ფესვებზე დაფუძნებული გლობალური პოტენციალით.