წიწილა
რესტორნები, კაფეები, ბარები, კლუბები
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
წიწილა ორი ახალგაზრდა ჟურნალისტის ისტორიაა, რომლებმაც გადაწყვიტეს საკუთარი პროფესიის შეცვლა და ნულოვანი გამოციდლებით და კაპიტალით საკუთარი სწრაფი კვების ობიექტის შექმნა. წიწილა არის პირველი ქართული სწრაფი კვების ობიექტი, რომლის მთელი მენიუ ქათმის პროდუქტზეა აგებული. ყველა რეცეპტი უნიკალური და ავთენტურია. წიწილა გამოირჩევა იმით, რომ შეძლო ევროპული სტანდარტების და ტექნოლოგიების შერწყმა ქართულ ტრადიციულ ინგრედიენტებთან. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ის კერძები, რომლებშიც ქართული სამზარეულოს გამორჩელი პროდუქტებია გამოყენებული, როგორებიცაა ჯონჯოლი, ტარხუნა, შქმერული და ა.შ. ქართული ტრადიციული პროდუქტების გამოყენება სწრაფ კვებაში სიახლე იყო და მომხმარებლების სიყვარული დაიმსახურა. წიწილა არ არის უბრალოდ სწრაფი კვება- ეს არის ქართული პროდუქტის ახალი ინტერპრეტაცია.