თეატრი სახელოსნო 42

თეატრი სახელოსნო 42

გართობა, დასვენება, სპორტი

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

"თეატრი 42 " დამოუკიდებელი თეატრია. თეატრი მდებარეობს დიდუბეში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში. სახელოსნო თანამედროვე ტექნოლოგიისა და თეატრის შერწყმის ჰაბია -ექსპერიმენტებითა და ახალი პროფესიების განვითარების შესაძლებლობით, პროფესიების, რომლიც თეატრის, კულტურისა და ეკონომიკის მომავალია. 2 წლის განმავლობაში 9 პრემიერა გაეშვა : დრამა, ისტორიული, კომედია, ფარსი, ტრაგედია და საბავშვო. საერთაშორისო პროექტებით თეატრმა უმასპინძლა ინგებორგა დაპკუნაიტეს, ჯონ მაკოვიჩს, ჯაილს ფორმას, ჯეიმს ტიერეს. თეატრს არ გააჩნია მუდმივი დასი, მხოლოდ ტექნიკური ჯგუფი და ადმინისტრაციაა მუდმივი. უკვე ცნობილ და გამოცდილ მსახიობებთან ერთად სრულიად ახალგაზრდები დგანან სცენაზე; თეატრმა თავიდან უცებ ააფეთქა ინტერესი - ლევან წულაძის მარჯანიშვილიდან წამოსვლის მერე ყველა ელოდა მის ახალ ნაბიჯს, მის ახალ თეატრს.