იოგა ომ
იოგა ომ
გართობა, დასვენება, სპორტი
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ბიზნესის აღწერა
იოგას სტუდია 'იოგა ომ' არის პირველი სტუდიური სივრცე ქალაქ გორში, სადაც ტარდება აშთანგა ვინიასა იოგას ვარჯიშები, მედიტაციის და ტრამვასთან მუშაობის პრაქტიკები, ვორქშოპები მენტალური და სულიერი ბალანსისათვის. იოგა ომის სივრცეში მომხმარებელი სწავლობს საკუთარი თავთან ურთიერთობას, ემოციური რეგულაციის ტექნიკებს, ფსიქო-ფიზიკური ჯანმრთელობის თვითზრუნვას და მედიტაციურ ჩვევებს. ეს ქცევითი ცვლილება იწვევს პოზიტიურ გავლენას მათი ცხოვრების სხვა სფეროებზეც – დაწყებული ოჯახური ურთიერთობებიდან, სამუშაო გარემოთი დამთავრებული. სტუდია აგრეთვე აწარმოებს ონლაინ პროგრამებს, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელებას რეგიონის გარეთაც.