ირინეული
ირინეული
კვების მრეწველობა, სასმელები
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
“ირინეული” ეს არის განსხვავებული გემოსა და დიზაინის მქონე ხელნაკეთი დესერტი. ხელნაკეთი შოკოლადები მზადდება ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ნატურალური პროდუქტით. შოკოლადები მომხმარებლის შეკვეთის შესაბამისად, სათითაოდ, დიდი სიყვარულით, ხელით იხატება მაღალხარისხიანი, უსაფრთხო საღებავებით და სწორედ ამ განსხვავებული ვიზუალის გამოა გამორჩეული სასაჩუქრე ბრენდი. “ირინეულის” პროდუქცია იქმნება საბერძნეთიდან იმპორტირებული, ევროკავშირის სტანდარტების მასალით: შოკოლადი, ვაფლი, შოკოლადის კრემი, ნუშის კრემი, საკონდიტრო საღებავები და სხვ. შიგთავსში კი გამოიყენება ქართული თხილეული.