Friendly.ge
ტურიზმი
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
Friendly.ge-ს საავტორო ტურები - გზა ქართული სულისკენ. Friendly.ge-ს მიერ ორგანიზებული საავტორო ტურები განსაკუთრებულია თავისი უნიკალურობით, ეს მხოლოდ სანახაობა კი არა, გამოცდილებაა. ჩვენთან მოგზაურობა ნიშნავს საქართველოს სულის შეგრძნებას: მისი დრამატული ბუნების, მრავალფეროვანი ისტორიისა და ცოცხალი კულტურის ღრმა შეცნობას. გვაქვს როგორც ჯიპ-ტური მაღალმთიანეთში, ასევე საფეხმავლო თავგადასავალი, ჩვენი სტუმრები ხვდებიან ადგილობრივებს, ისმენენ ნამდვილ ამბებს და ტკბებიან თვალწარმტაცი პეიზაჟებით, რაც მათ დროებით მაინც წყვეტს ყოველდღიურ რუტინას. ჩვენი მიზანი მხოლოდ ღირშესანიშნაობების ჩვენება არ არის. ჩვენ ვყვებით იმ ცოცხალ ისტორიებსა და იდუმალ ამბებს, რასაც ადგილები ინახავენ. იქნება ეს უძველესი ტრადიციები, რიტუალები თუ საბჭოთა პერიოდის მოზაიკა, რომელიც დღემდე აოცებს დამთვალიერებელს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ვგეგმავთ თემატური ტურების სეზონურ გამრავალფეროვნებას, ამბის თხრობის ციფრული ფორმატების შემუშავებას და ადგილობრივ გიდებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით კი ნაკლებად ცნობილ რეგიონებში. ჩვენი მისიაა: ვაჩვენოთ ქართული კულტურა რომელიც არის ავთენტური, მრავალშრიანი და დაუვიწყარი.