JOLLY | ჯოლი
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
„ხალისიანი, ფერადი, მიმზიდველი და დადებითი ემოციებით დატვირთული“ — სწორედ ამას ნიშნავს სიტყვა JOLLY, და სწორედ ამ იდეაზეა აგებული ჩვენი ბრენდის ფილოსოფია 2019 წლიდან. ბაზარზე ფერადი ჩანთებით შემოვედით და უკვე მეექვსე წელია, #JOLLYgirls - ასე ვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს. ყოველდღიურობას ახალ ფერებსა და შთაგონებას ვმატებთ. ჩვენი პროდუქცია იქმნება სიხარულის, სიყვარულისა და ენერგიის იდეებით შთაგონებულად. ფერად მასალებს ვრთავთ მინიმალისტური სიმბოლოებით: მზე - ბედნიერების სიმბოლო გული - სიყვარულის გამოხატულება ვარსკვლავები - პოზიტიური ენერგიის ნიშნად ეს დეტალები ჩვენს ჩანთებში ხშირად შეგხვდებათ და მათ უნიკალურ ხასიათს აძლევენ. მომხმარებლები ხშირად გვიზიარებენ, რომ JOLLY მათ ყოველდღიურობას ახალისებს. სწორედ ეს არის ჩვენი მისია: გავაზიაროთ ფერები და სიხარული. ჩვენთვის უდიდესი ბედნიერებაა ქუჩაში ხშირად შევხვდეთ ადამიანებს ჩვენი ჩანთებით. ეს მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ და ბრენდი ახალი მასშტაბებით წარვადგინოთ. ხარისხი და ხელმისაწვდომობა - ეს ორი ღირებულება JOLLY-ს ყველა პროდუქტში თანაბრად მნიშვნელოვანია. ყოველდღიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენი პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს ისე, რომ ხარისხი არ დაზიანდეს. ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი გამორჩეულია და ისინი ამას ყოველთვის გრძნობენ. სწორედ ამან აქცია JOLLY ბევრის საყვარელ ქართულ ბრენდად. როგორც ბრენდის დამფუძნებელი, პირადად ვარ ჩართული წარმოების ყველა ეტაპში, რათა ის ხარისხი, რაც JOLLY-ს გამოარჩევს, იყოს მუდმივად სტაბილური და გაუმჯობესებული. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მკერავებს, ისინი თითოეულ ჩანთას სიყვარულით ქმნიან და ჩვენს ბრენდისთან ერთად იზრდებიან. გვჯერა, რომ წარმატებული საქმის უკან ბედნიერი ადამიანები დგანან. სწორედ ის ადამიანები, ვინც ამ საქმეზე არიან შეყვარებული. სამომავლო გეგმები? გუნდის გაფართოება, ახალი პროდუქციის დამატება და კიდევ უფრო მეტი სიახლე, რასაც ჩვენი ერთგული #JOLLYgirls მალე იხილავენ!