Lemons.ge

Lemons.ge

მარკეტინგი, გაყიდვები, ბრენდინგი

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

მარკეტინგული კომპანია, რომელიც უკვე 14 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე, ემსახურება როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებს, ისე საშუალო და მსხვილ ბიზნესებს. ყველას, ვისაც სურს, რომ მათი პროდუქტი იყოს კრეატიული, ცნობადი, ხარისხიანი და სანდო. სერვისების სპექტრი მოიცავს: • ბრენდინგს • ვებსაიტების დიზაინსა და განვითარებას • SEO ოპტიმიზაციას • სოციალური მედიის მართვას • სახელისა და სლოგანის გენერაციას • ბლოგების წარმოებას • გაყიდვების აუთსორსინგს უკანასკნელი 7-8 წლის განმავლობაში, კომპანია წარმატებით ემსახურება სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორს, მათ შორის 5 წამყვან სამშენებლო კომპანიასა და 9 მიმდინარე პროექტს. მათთვის კომპანია უზრუნველყოფს სრულ ციკლურ მომსახურებას, მათ შორის: • სატელეფონო კომუნიკაციებს • გაყიდვებს • მარკეტინგს • მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯმენტს • საოპერაციო სისტემის (სოფტის) შექმნა, ინვესტიცია ეფექტურობაში მრავალმხრივი ოპერაციული საჭიროებების პასუხად კომპანიამ შექმნა საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს: • თანამშრომლების მონაცემებს და ხელფასების აღრიცხვას • დეპარტამენტულ სტატისტიკას • პროექტების დეტალურ ანალიზს • 250,000-მდე მომხმარებლის ბაზას • დღეში საშუალოდ 3,700 წარმატებულ კომუნიკაციას სისტემის შექმნას დასჭირდა 1.5 წელი და დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. სოფტი მუდმივად ვითარდება და ახალ ფუნქციონალებს იძენს, რაც კომპანიის შიდა მართვისა და კლიენტებთან ურთიერთობის სტანდარტებს კიდევ უფრო აძლიერებს. აღნიშნული სისტემა ქმნის სრულ კონტროლს ბიზნეს ოპერაციებზე და აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას, მართონ პროცესები გამჭვირვალედ, დინამიკურად და ეფექტიანად. „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“ — ამ პლატფორმით ეს შესაძლებელი. კომპანია გეგმავს სოფტის დანერგვას სხვა სექტორებშიც და მზადაა გაუზიაროს ეს გადაწყვეტა იმ ორგანიზაციებს, რომელთაც სურთ პროცესების ოპტიმიზაცია, მონაცემებზე დაფუძნებული მართვა და მომხმარებელთა ბაზასთან გონივრული ურთიერთობა.