გოგოშა • Gogosha

გოგოშა • Gogosha

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენი ბრენდი უკვე მეექვსე წელია ქართულ ბაზარზე უნიკალურ დიზაინის ჩანთებსა და აქსესუარებს ქმნის. ბოლო ორი წელია კი - ქალის ტანსაცმლის ხაზიც დაემატა. ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ პროდუქტს — ჩვენ ვქმნით სივრცეს ქალებისთვის, რომლებსაც “გოგოშა” უყვართ და სიამაყით ატარებენ ჩვენს ნივთებს. თითოეული ჩანთა და სამოსი ინდივიდუალურობის, ხასიათისა და ემოციის მატარებელია. დიზაინიც ძლიერი და თავდაჯერებული ქალის შთაგონებითაა შექმნილი, თამამი და დახვეწილი. 2024 წელს გავხსენით საკუთარი სამკერვალო და დღეს უკვე ჩანთებს სრულად ჩვენ ვაწარმოებთ. ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც პარტნიორ შოურუმში, ისე - ველი სთორში. ჩვენთვის მთავარი სიყვარულია, რომელსაც თითოეულ დეტალში გამოვახავთ — ჩვენი მიზანი ადამიანებთან ღირებულ კავშირზე ზრუნვაა. ვაგრძელებთ განვითარებას და ვემზადებით საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად.