მარილა
კვების მრეწველობა, სასმელები
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
"მარილა“ - ღვინის მარილის ინოვაციური ქართული გემო, რომელიც ქვევრიდან იწყება. ჩვენი პროდუქტი — ღვინის მარილი სრულიად ახალი ტიპის სანელებელია, რომელსაც საქართველოში მხოლოდ ჩვენი კომპანია აწარმოებს. ის მზადდება უნიკალური, ჩვენ მიერ შექმნილი ტექნოლოგიითა, პრემიალური ქვევრის ღვინისა და ხმელთაშუა ზღვის მარილის შერწყმით. "მარილა" არ იყენებს არომატიზატორებს, საღებავებსა და ხელოვნურ დანამატებს — პროდუქტი 100%-ით ნატურალური და ინოვაციურია თავისი არსით, ტექნოლოგიითა და გემოვნური მახასიათებლებით. დღევანდელ მსოფლიოში მზარდი მოთხოვნაა ნატურალურ, უნიკალურ და პრემიალურ საკვებ პროდუქტებზე. მარილა კი ზედმიწევნით პასუხობს ამ საჭიროებას — ის გურმანებისთვის ახალი აღმოჩენაა და ქმნის სრულიად განსხვავებულ მიმართულებას. მარილა არ არის უბრალოდ სანელებელი — ის არის ქართული ღვინისა და კულინარიის ინოვაციური შერწყმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქტი მხოლოდ რამდენიმე ნიშურ ბაზარზე არსებობს და საქართველოში – ერთადერთი მწარმოებლები ჩვენ ვართ, ხოლო მსოფლიო მასშტაბით კი, მხოლოდ ჩვენ გვაქვს ქვევრის ღვინისგან შექმნილი ღვინის მარილი. მარილას ვამზადებთ საავტორო რეცეპტითა და ტექნოლოგიით, რომელიც შეიქმნა ხანგრძლივი ექსპერიმენტების შედეგად. პროდუქტს თან ახლავს ისტორია, რომელიც აერთიანებს ქვევრის კულტურას და თანამედროვე კულინარიულ ტენდენციებს — რაც მას ძალიან საინტერესოს ხდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის.