Enlili
სამრეწველო ტექნიკა
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ბიზნესის აღწერა
კომპანია Enlili აწარმოებს ხილის და ბოსტნეულის დეჰიდრატორებს, ასევე კონსულტაციით ეხმარება დამწყებ მეწარმეებს სწორი სტრატეგიის შერჩევაში: როგორც საწარმოო ციკლის მოწყობის, ასევე ბიზნესის სტრატეგიის შერჩევაში. საწარმო მდებარეობს გორში, კარალეთის დევნილთა დასახლებაში. რეგიონში ერთ-ერთი ინოვაციური წარმოება აქვს, სადაც მუდმივად ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, დასაქმებულია საზღვრისპირა რეგიონში და დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდები. თანამშრომლებს ეძლევათ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა, კომპანიას აქვს სტაჟირების პროგრამა და თანამშრომლობს რეგიონის სკოლებთან. მოსწავლეები თავისი ხელით ამზადებენ ნაკეთობებს. ჩვენი დახმარებით მხოლოდ შიდა ქართლში 80-მდე ქალბატონმა დაიწყო მცირე ბიზნესი და დღეს უკვე ზოგიერთი მათგანის პროდუქცია ექსპორტზეც გავიდა. ვნერგავთ მწვანე ტექნოლოგიებს, ვახდენთ ნარჩენი მასალის გადამუშავებას, ან სკოლებისთვის მიწოდებას, რითაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს გარემოში ნახშირბადის ემისიის შემცირებაში.