გიორგი მესხი
მომსახურება
საუკეთესო ფრილანსერი
ბიზნესის აღწერა
ჩემი ფრილანსერული კარიერის ფარგლებში ვეხმარები საერთაშორისო ასპარეზზე მყოფ სტარტაპებს ინვესტიციების მოზიდვაში, ინვესტორებისთვის განკუთვნილი პრეზენტაციებისა (Pitch Deck) და სხვა საჭირო მასალების (Investor Data Room) მომზადებაში. ამ 5 წლის განმავლობაში, უკვე ვიმუშავე 600+ სტარტაპთან 35+ ინდუსტრიიდან - მათ შორის ყველაზე ხშირად AI, ფინტექი, ბიოტექი, ჯანდაცვა, web3 და ა.შ. გასული 2024 წელი განსაკუთრებით გამორჩეული იყო ჩემს კარიერაში, ვითანამშრომლე ისეთ სერიოზულ კლიენტებთან, როგორებიცაა: RockED (უკვე ჯამში $14.1M მოზიდული კაპიტალი ჩემი დახმარებით), Resemolnet (€1.3M მოზიდული კაპიტალი), Mutuo Health Solutions ($500K მოზიდული კაპიტალი) და სხვა მრავალი. ამ სტარტაპების დამფუძნებლებისგან მაქვს როგორც ტექსტური, ასევე ვიდეო შეფასებები Linkedin-სა და Upwork-ზე. ჩემს მიდგომაში მთავარი სიახლე და ინოვაციურობა - საინვესტიციო პრეზენტაციებისთვის საავტოროდ შექმნილი ჩარჩო TurboContent™-ია, რომლის დახმარებითაც ვქმნით საინვესტიციო მასალას სტარტაპებისთვის. მე არ ვარ მხოლოდ სერვისის მიმწოდებელი ჩემი კლიენტებისთვის, არამედ ვხდები მათი გუნდის ნაწილი. ჩემი საქმიანობის მთავარი აღიარება ისევ და ისევ ჩემივე კლიენტების ძალიან მაღალი შეფასებებია.