TamaraK

TamaraK

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ბრენდი თამარა ქეი, ქმნის ექსკლუზიურ და განუმეორებელ ტანისამოსს ქალბატონებისათვის. მიუხედავად მოღვაწეობის არც თუ ისე დიდი პერიოდისა, ბრენდმა მარტივად მოიპოვა ქართველი თუ უცხოელი მომხმარებლის სიყვარული, რადგან თითოეული ლუქი, შექმნილია დიზაინერის წარმოსახვით, არ იმეორებს უკვე არსებულ არც ერთ ლუქს და რეალურ ცხოვრებაში გადმოდის მხოლოდ დიზაინერის წარმოსახვაში არსებული შემოქმედება. ბრენდს უკვე საკმაოდ მდიდარი და საინტერესო გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (პარიზის მოდის კვირეული, ყაზახეთის მოდის კვირეული ორჯერ, “Tbilisi Fashion Festival” და პირველი პერსონალური ჩვენება საქართველოში, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული) თუმცა გეგმები ბევრია და ძალიან საინტერესო. ბრენდის მფლობელობაშია ფართი ბარნოვზე, თბილისში, სადაც იგეგმება როგორც ატელიეს ისე შოურიმის გახსნა. აღნიშნულისათვის საჭიროა დიდი შრომა და საკმაო დრო. გარდა ამისა დაგეგმილია, დუბაის მოდის კვირეულზე, პარიზის მოდის დღეებზე და ყაზახეთში გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა. ასევე იგეგმება მამაკაცის ხაზის შექმნა.