ENGLISH 4 IT
განათლება, მეცნიერება, დასაქმება
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
ბიზნესის აღწერა
ENGLISH4IT არის ინოვაციური სასწავლო პლატფორმა, რომელიც აგვარებს ქართველი IT სპეციალისტების ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას - პროფესიული ინგლისური ენის ფლობის დეფიციტს, რაც ხშირად ხდება მათი კარიერული ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი. პრობლემის მნიშვნელობა: IT სექტორი საქართველოში სწრაფად იზრდება, მაგრამ ბევრ ნიჭიერ პროფესიონალს უჭირს საერთაშორისო პროექტებში ჩართვა და კარიერული წინსვლა ტექნიკური ინგლისურის არასაკმარისი ცოდნის გამო. ტრადიციული ენის კურსები ვერ პასუხობენ IT სფეროს სპეციფიკურ საჭიროებებს. ინოვაციურობა: ENGLISH4IT არის სინთეზი ორი მთავარი გამოცდილებისა - ენების სწავლებისა და IT სფეროში პრაქტიკული მუშაობის. კურსი არ არის მხოლოდ ტექნიკური ინგლისურის სწავლება, არამედ ორენოვანი პროფესიული აზროვნების განვითარების პლატფორმა. ინოვაციურობა გამოიხატება შემდეგ კომპონენტებში: პროექტზე დაფუძნებული სწავლება - სტუდენტები მუშაობენ რეალური IT პროექტების მსგავს დავალებებზე, რაც დაეხმარებათ პრაქტიკაში გამოიყენონ ნასწავლი ტერმინოლოგია მიკრო-სწავლების სესიები - მოკლე, ფოკუსირებული სასწავლო სესიები, კონცენტრირებული კონკრეტულ IT თემებზე გეიმიფიცირებული სასწავლო გამოცდილება.