ფინო
ფინო
მომსახურება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
ფინო აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანია. „ფინო“ ქმნის მზრუნველ და ღირებულებებზე დაფუძნებულ შიდა გარემოს, რომელიც ემსახურება თანამშრომელთა ემოციურ, ფსიქოლოგიურ და პროფესიულ კეთილდღეობას. სპეციალურად შექმნილი „ბედნიერების კომიტეტის“ მეშვეობით კომპანია სისტემურად ზრუნავს გუნდის წევრების საჭიროებებზე, ავითარებს მათ უნარებს და აძლიერებს შიდა კულტურას, რაც საბოლოოდ განაპირობებს თანამშრომელთა ლოიალობას, შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესებას და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელებას კომპანიის შიგნით.