ლუკა ხალაძე

ლუკა ხალაძე

საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები

საუკეთესო ფრილანსერი

nomination badge

ბიზნესის აღწერა

უკვე 10 წელია ვემსახურები წამყვან ტოპ ბრენდებს ვებ-საიტების დამზადების მიმართულებით — საქართველოში და არამხოლოდ. ჩემი ყველა პროექტი შექმნილია WordPress-ის პლატფორმაზე, რაც დამკვეთებს აძლევს შესაძლებლობას შედარებით მცირე ბიუჯეტითა და მოკლე ვადებში მიიღონ ტექნიკურად გამართული და ვიზუალურად გამორჩეული პროდუქტი. ჩემთვის სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი — შევქმნა მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ვებსაიტები ხელმისაწვდომ პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიოში წარმოდგენილი ბრენდების უმეტესობას აქვს ყველა რესურსი შექმნან ვებსაიტი ნებისმიერ ადგილზე, ისინი მაინც არჩევანს ჩემზე აჩერებენ. ვთვლი, რომ ამის მთავარი მიზეზი ჩემი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და იმედის გამართლებაა. წლების განმავლობაში ვიმუშავე პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებთან — სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, მოდის ბრენდები და სხვა.