Fresh Space
მომსახურება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
Fresh Space არის ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი დასუფთავების კომპანია, რომელიც ხელს უწყობს სუფთა, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოს შექმნას როგორც საოფისე, ისე საცხოვრებელ სივრცეებში. კომპანია იყენებს ეკო-მეგობრულ ხსნარებსა და რესურსების დაზოგვის პრინციპებს, ამცირებს ეკოლოგიურ ზეწოლას და აუმჯობესებს ადამიანების ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობას. კომერციული მომსახურების პარალელურად, Fresh Space ორგანიზებას უწევს უფასო სემინარებს დიასახლისებისთვის, რაც ხელს უწყობს მათი უნარების განვითარებას და დასაქმების შანსების გაზრდას. კომპანია ასევე აწარმოებს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ეკოლოგიური დასუფთავებისა და უსაფრთხო გარემოს შესახებ, და გეგმავს მასშტაბურ ეკო-ინიციატივებს საქართველოს მასშტაბით.