ანემონე
გამწვანება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
ანემონე წარმოადგენს მცენარეების მაღაზია-სალონს, რომელიც ინტერიერისა და ექსტერიერის გამწვანებისთვის საჭირო ყველა კომპონენტს ერთ სივრცეში სთავაზობს მომხმარებელს — მცენარეებს, მოვლის საშუალებებს, ქოთნებსა და გადარგვის სერვისს. მყუდრო და თბილი ატმოსფერო ანემონეს აქცევს არა მხოლოდ სავაჭრო, არამედ დასვენებისა და განტვირთვის ადგილად. გარდა კომერციული საქმიანობისა, ანემონე აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს ბავშვებისთვის — უკვე მეშვიდე წელია მართავს შემეცნებით გაკვეთილებს მცენარეების შესახებ, რაც ხელს უწყობს პასუხისმგებლობის, ზრუნვისა და სიყვარულის კულტურის განვითარებას. ასევე რეგულარულად მასპინძლობს “ეზოს ბავშვებს” და ატარებს გასვლით მასტერკლასებს თანამშრომელთა შვილებისთვის, რითაც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელებას.