Doctency

Doctency

მედიცინა, ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

Doctency არის მედტექ სტარტაპი, ჩვენ ვქმნით სამედიცინო სერვისების ციფრულ ეკოსისტემას, რათა ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჰქონდეთ წვდომა სანდო, სრულყოფილ და მარტივად მოსაძებნ სამედიცინო ინფორმაციაზე თუ მომსახურებაზე. ჩვენი პლატფორმა არის სამედიცინო სერვისების საძიებო სისტემა, სადაც ერთ სივრცეში ერთიანდება ექიმები, კლინიკები, დარგის სპეციალისტები და სამედიცინო სერვისების მომწოდებელი სხვადასხვა პროვაიდერები. ჯანდაცვაში მთავარი პრობლემა, რომელიც გლობალურად არის ინფორმაციაა – ადამიანები, განსაკუთრებით რთულ მომენტებში, ხშირად ვერ პოულობენ საჭირო ექიმს, საჭირო დაწესებულებას ან/და არ აქვთ საშუალება, შეადარონ სერვისები და მიიღონ საჭირო გადაწყვეტილება დროულად. ჩვენ ვქმნით სანდო, მარტივად გასაგებ და ადამიანზე ორიენტირებულ სივრცეს, რომლის დახმარებითაც რთული გადაწყვეტილებების მიღება მარტივად იქნება შესაძლებელი. Doctency ინოვაციურია არა მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით, არამედ ხედვითაც — ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ის, რაც ჯანდაცვის სფეროში ჯერ არ არსებობს: საერთაშორისო, სანდო და სტრუქტურიზირებული საძიებო პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში მყოფ ექიმებსა და კლინიკებს გააერთიანებს ერთ სივრცეში. დღესდღეობით არსებული პლატფორმები მოქმედებენ მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებში,ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ არათანაბარ, ერთმანეთისგან განსხვავებულ გამოცდილებასა და ხარისხის სტანდარტებს. ჯანდაცვა ერთ-ერთი უმსხვილესი და მუდმივად მზარდი ინდუსტრიაა მსოფლიოში, გლობალური ბაზარი ტრილიონობით დოლარად განისაზღვრება, ხოლო ჯანდაცვის ციფრული სერვისები ყოველწლიურად ორნიშნა პროცენტით იზრდება.მომხმარებელთა ქცევა სწრაფად იცვლება, ისინი ეძებენ მოქნილ, ინფორმაციულ და სანდო ციფრულ ინსტრუმენტებს, რაც ქმნის დიდ შესაძლებლობას ჩვენი პლატფორმისათვის. ჩვენი სერვისი მოიცავს რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლებიც ცალცალკე კი არა, ურთიერთდამოკიდებულად ქმნიან მასშტაბირების სტაბილურ მოდელს:1) ადგილობრივი კლინიკებისა და ექიმების კატალოგიზაცია. 2) სამედიცინო ტურიზმის მხარდაჭერა და განვითარება. 3) დისტანციური კონსულტაციები. 4) სანდო სამედიცინო ინფორმაციის აგრეგაცია და მიწოდება. Doctency თავიდანვე დაპროექტებულია მასშტაბირებადობის პრინციპით, პლატფორმა ტექნიკურად და კონტენტურად ადაპტირებადია სხვადასხვა ქვეყნის ენობრივ, რეგულაციურ და ბაზრის სპეციფიკასთან. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სწრაფად განვვითარდეთ როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ დონეზე.