Retain.world

Retain.world

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

წარმოიდგინეთ, შეხვედით თქვენი საყვარელი კომპანიის ფილიალში სერვისის ან პროდუქტისთვის, შედეგით ხართ უკმაყოფილო ან პირიქით და გინდათ ეს უკუკავშირი გააზიაროთ. როგორ მოიქცევით? - ვთქვათ, დაუძახებთ მენეჯერს (უხერხული გზაა, და არც იმაში ხართ დარწმუნებული რომ თქვენი ხმა სათაო ოფისამდე მიაღწევს); - ცხელი ხაზი ან სოც ქსელებში მიწერა (ესეც საწვალებელია, და თან არც აქ გაქვთ გარანტია, რომ მისწვდებით იმ ხალხს, ვისაც თქვენი ხმის გაგონება უნდა); - დაწეროთ ფეისბუქის ჯგუფებში (აქ მოხდება კატასტროფა :), სწორედ ამიტომ, 2 წლის წინ დავიწყეთ რითეინი - ყველაზე მოკლე და სწრაფი გზა მომხმარებელსა და სათაო ოფისში შორის ხმის მისაწვდენად. როგორია უკუკავშირის გაზიარების პროცესი ჩვენს შემთხვევაში: მომხმარებელს არ სჭირდება არაფრის გადმოწერა ან რეგისტრაცია, ქრ კოდის დასკანერები / ბმულის გახსნით შედის შეფასები გვერდზე, სადაც შეუძლია დაწეროს შეფასება, კომენტარი, გადაიღოს და მიაბას ფოტო და ა.შ. ეს უკუკავშირი საჯარო არ არის, მხოლოდ კომპანია ხედავს თავის დეშბორდებზე. ეს იყო მარტივი მოდელი, სინამდვილეში გვაქვს უკუკავშირის 13 სხვადასხვა ფორმა (5 ქულა, 5 ვარსკვლავი, 10 ქულა, ღია კითხვა და ა.შ.) სრულფასოვანი კითხვარი და ძალიან კარგი ანალიტიკა, სადაც კომპანიები ხედავენ სხვადასხვა ჭრილში ამ მონაცემებს. ქრ კოდის დასკანერება იყო საილუსტრაციო მაგალითი. სინამდვილეში მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სათაო ოფისს ბევრი სხვადასხვა არხით - ქრ კოდი (ფიზიკური ლოკაციებისთვის), ბმული (სმს ან მეილისთვის), პოპაპი (ვებ გვერდებისთვის), Wifi როუტერი (ინტერნეტთან მიერთებისას მისამართდებიან შეფასების გვერდზე), ჩატი (AI ართმევს უკუკავშირს, უსვამს კითხვებს). გარდა შეფასებისა გვაქვს ბევრი სხვა პროდუქტიც - SMS მარკეტინგის თანხმობის ფორმა, გუგლის რევიუების გაუმჯობესება, ხელოვნური ინტელექტი და სხვა. იდეა არის მარტივი - ჩვენ ვაკავშირებთ მომხმარებელს და სათაო ოფისს ბევრი სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა არხით. ჩვენი მთავარი განმასხვავებელი არის ჩვენი ტემპი და ჩვენი სერვისი. ჩვენ საკუთარ თავს ვუწოდებთ უკუკავშირის MacDrive-ს - სისტემის გამართვა, კითვარების შედგენა, ქრ კოდების ბეჭდვა, ბმულების გენერაცია, ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენი პარტნიორები მხოლოდ კი/არა პასუხებს სცემენ. ჩვენი სისტემა მორგებულია ქართულ რეალობას; პარტნიორები გვიხდიან საბსქრიბშენ ბიზნეს მოდელით - ყოველთვიურად ზომის მიხედვით.