ქროფი ფარმსი
სოფლის მეურნეობის პროდუქტები
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
ბიზნესის აღწერა
ქროფი ფარმსი არის თბილისში მდებარე მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა, სადაც ჰიდროპონიკის ტექნლოგიის მეშვეობით მოგვყავს მაღალი ხარისხის, ბიოლოგიურად სუფთა და პესტიციდების დამუშავების გარეშე სალათის აზიური ჯიშის კულტურები, იტალიური ბაზილიკი და მიკრომწვანილები. დღეს დღეობით ჩვენ ქვეყანაში არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების დეფიციტი, მწირე არჩევანი, არასტაბილური წარმაობა და მიწოდების ჯაჭვები და სასათბურე მეურნეობების განუვითარებლობა და უამრავი სხვა უამრავი პრობლემა , რომელიც ხდის ჩვენს კვების ინდუსტრიას და ქვეყანას დამოკიდებულს იმპორტზე, შესაბამისად დაბალი ხარისხის პროდუქტები უწევენ კონკურენციას ლოკალურს, ამიტომ ფაქტობრივად ძალიან ნელი ნაბიჯებით ვითარდება ეს მიმართლება. ჩვენ მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნება განლაგებულია ქალაქის ცენტრთან 15 წუთის სავალზე ინდუსტრიულ შენობაში 200 კვ.მ ფართობში და ჩვენი გუნდის მიერ შექმნილ სრულიად კონტროლირებად გარემოში ხელოვნურ განათებაზე და ჰიდროპონიკის თექნოლოგიის მეშვეობით შეგვიძლია მოვიყვანოთ სალათის ფურცლის კულტურები საწარმოს პრინციპით და უწყვეტად მთელი წლის მანძილზე, ისე რომ არ გამოვიყენოთ არანაირი შხამ-ქიმიკატი და პესტიციდი და გვქონდეს ბევრად მაღალი ხარისხის ლოკალური პროდუქტი , როგორც ვიზულური კუთხით, ასევე გემოვნური თვისებებით. ჩვენ მაქსიმალურად ვითვისებთ სივრცეს მეტი ეფექტურობისთვის ამიტომ ეს სისტემები არის სტელაჟებზე სართულებად და შეგვიძლია ავითვისოთ სიმაღლეშიც ჩვენი ფართობი . ეს ბევრად ეფექტურია და უფრო მეტს ვიღებთ სათეს ფართობში , ვიდრე ეს ხდება ტრადიციული მეურნეობის შემთხვევაში. ჩვენი სათბური გვაძლევს საშუალებას , რომ უწყვეტად და სტამილურად მივაწოდოთ ჩვენი პროდუქცია ჩვენს მუდმივ მომხმარებლებს და ასევე შევთავაზოთ იშვიათი და დეფიციტური პროდუქცია. ამ ეტაპზე ჩვენი მომხმარებელი არის ჰორეკა ინდუსტრია, ანუ საკმაოდ დიდი და ცნობილი ბრენდების კვების ობიექტები და სასტუმრო ქსელები~, როგორებიცია აჭარა ჯგუფის ობიექტები, გასტრონომის ობექტები, ვერაზე და ვაკეში არსებული ცნობილი რესტორენები და კაფეები და დახლოებით 40 უნიკალური მუდმივი მომხმარებელი გვყაავს ვისტვისაც ვრდით ამ პროდუქციას, ჩვენი მასშტაბებიდან გამომდინარე. ყველაზე მთავარი პრობლემა ასეთი ტიპის კლიენტებისთვის არის მუდმივი და სტაბილური მიწოდების ჯაჭვი , რაც სამწუხაროდ არის დიდი ტკივილი ამ სფეროში. ჩვენს გვყავს რამოდენიმე კონკურენტი ბაზრზე მსგავსი სასათბურე მეურნეობით მაგრამ ჩვენი უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ ჩვენს გარდა ვერცერთმა ვერ შეინარჩუნა სტაბილური არსებობა ბაზარზე და ბიზნეს ფუნქციონირება, რამაც ვერ დააკმაყოფილა ბაზრის მოთვნა, ჩვენთვის ეს იმის ნიშანია რომ კონკურენტებმა ვერ დაალაგეს საოპერაციო ჯაჭვები სასათბურე მეურნეობის მართვისას, რაც არის ამ ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოწვევა. ვერტიკალური სასათბურე მეურნეობები მსოფლიოში ბოლო ათწლეულია მკვეთრად ვითარდება და იზრდება ინვესტიები ამ მიმართულებით და აშენებულია უამრავი ტიპის და ტექნოლოგიის სათბურები, მაგრამ ბევრი გაკოტრდა, რადგან არის ძალიან ბევრის სუსტი წერტილები საოპერაციო მიმართულებით და ნამდვილად არ არის მარტივი შექმნა მომგებიანი სასათბურე პროექტი. მიუხედავად ამ გამოწვევისა ჩვენმა 4 კაციანმა გუნდმა საკუთარეი რესურსებით, ცოდნით , მოტივაციით და მიზან დასახულებით შეძლო, რომ 2021 წლიდან როცა დავიწყეთ გაყიდვები არც ერთი კვირა არ გვქონია გაყიდვებში ჩავარდნა და გვაქვს ძალიან მყარი პარტნიორული ურთიერთბა ჩვენს მომხმარებლებთან და ვაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნას, რაც გამოიხატება მათი ერთგულებით ჩვენდამი. ეს პროექტი დაიწყო 2020 წელს 2 ბავშვობის მეგობრის მიერ, ერთი პატარა იდეით და სატესტო სათბურით, მაგრამ დიდი გეგმებით და ამის წყლობით უკვე 2021 წელს შეღავათიან აგრო კრედიტით უკვე პირველი პატარა ზომის კომერციული სათბურით გავაგრძელეთ და დღმდე საგრძნობლად განვითარდით, როგორ ტექნოლოგიურად ასევე პროდუქციის ხარიხითაც. გვქონდა უამრავი გამოწვევა მთლი ეს პერიოდი, ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ , რა თქმაუნდა ძალან ბევრ შეცდომაზეც, მაგრამ როგორც ვახსენეთ ძლიერი გუნდია არის ჩვენი ველაზე დიდი უპირატესობა ჩვენს ბიზნეში, ვინაიდან გვაქ დაგროვებული ძალიან დიდი ექსპერტიზა ამ მიმართლებით და მოვედით ამ სფეროში ჩვენი პირადი გამოცდილებებით და პროფესიული ცოდნით. ჩვენი მთავარი ბიზნეს მოდელი ამ ეტაპზე არის ჩვენივე სათბურში მოყვანილი პროდუქციის მოყვანა და სხვადასხვა ბაზრების მეშვოებით მისი გასაღება, მიზნად გვაქ მრაფალფეროვანი არჩევანი გვქონდეს ასორტიმენტში და შემოვიტანო ჩვენი ბაზრისთვის ძალაინ ბევრი სიახლე და გავტესტოდ ის რაც ჩვენთან იშვიათია, რასაც ვაკეთებთ ფაქტობრივად ბოლო 4 წელია, რადგან ისეთი კულტურები გვაქ გამოყენებული და დიდი აქცენტი გაკეთებული, რომლებიც არავის აქვს ჩვენს ლოკალურ ბაზარზე.