ნიკა ბელსკაია

ნიკა ბელსკაია

რეკლამა, პოლიგრაფია, მასმედია

საუკეთესო ფრილანსერი

nomination badge

ბიზნესის აღწერა

მე ვმუშაობ ბრენდის იდენტობის დიზაინზე — კრეატიული კონცეფციიდან საბოლოო განხორციელებამდე ვუკეთებ ყველაფერს: ლოგოს, ტიპოგრაფიას, ფერებს და იკონოგრაფიას. პირადად ვაწარმოებ კლიენტებთან კომუნიკაციას და ვცდილობ, პროცესი გამჭვირვალე და საინტერესო იყოს. 7 წელია ვმუშაობ როგორც ქართულ, ისე უცხოურ სააგენტოებთან. ჩემს პორტფოლიოში შედის პროექტები Google I/O-სთვის, Netflix-ის სერიალებისთვის, რესტორნებისთვის თბილისში და საზღვარგარეთ (მაგ. Qura Deli, Flora Chapinero, Maison Terrae), ასევე თანამშრომლობა ilovecreatives-სთან (LA). 2024 წელს შეკვეთების რაოდენობა გაორმაგდა, Behance-ზე სამჯერ დამაჯილდოვეს და ჩემს მომსახურებას უკვე სტუდიის სახე მივეცი. Mutant Radio-ში გავმართე პირველი Pop-up, სადაც ჩემი მერჩი მთლიანად გაიყიდა.