და-ტენე
და-ტენე
ენერგეტიკა, ელექტროტექნიკა, განათება
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
„და-ტენე“ არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც შექმნა სწრაფი ელექტროავტომობილების დამტენ სადგურების ფართო ქსელი. სულ რაღაც ერთ წელიწადში კომპანიამ შეძლო დაეფუძნებინა სანდო, კომფორტული და ტექნოლოგიურად განვითარებული სერვისი ელექტრომობილის მფლობელებისთვის. „და-ტენე“-ს ძირითადი სერვისი არის სწრაფი დამუხტვა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ელექტრომობილი სრულად დამუხტოს მაქსიმუმ 30 წუთში. სერვისი მორგებულია თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებებზე — დროის დაზოგვა, სიმარტივე და ტექნიკური სტაბილურობა.