Bookinghub

Bookinghub

ონლაინ ჯავშნების პირველი სრულყოფილი მარკეტპლეისი საქართველოში

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ბუქინგჰაბი წარმოადგენს საქართველოს პირველ ციფრულ პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად და სწრაფად დაჯავშნონ სილამაზისა და მედიცინის სერვისები — სტომატოლოგიური კლინიკები, ესთეტიკის ცენტრები, სალონები და მომიჯნავე სერვისები. პლატფორმა პირდაპირ უკავშირდება პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც უკვე მრავალი წელია კომპანია ნერგავს აღნიშნულ ინდუსტრიებში, რის შედეგადაც დაიგროვა მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს. უკვე დაონბორდებულია 100+ კომპანია, მათ შორის წამყვანი კლინიკები და ესთეტიკის ცენტრები; რეგისტრირებულია 5000+ მომხმარებელი, რომელთა აქტივობა ყოველთვიურად იზრდება; ყოველთვიურად ხორციელდება ასობით წარმატებული ჯავშანი; მომხმარებელთა გამოკითხვების მიხედვით, ბუქინგჰაბით ერთხელ სარგებლობის შემდეგ ისინი მუდმივ მომხმარებლებად იქცევიან.