NFT Forest

კლიმატის ცვლილება ფერმული ტყეები და ბლოკჩეინი

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

NFT Forest არის ეკოტექ სტარტაპი, რომელიც კლიმატის ცვლილების კრიზისთან ბრძოლის სრულიად ახალ მიდგომას სთავაზობს მსოფლიოს – ნახშირბადის კრედიტების ტოკენიზაციას ბლოკჩეინზე, თითოეულ კრედიტს კი უკავშირებს კონკრეტულ, რეალურად დარგულ ხეს, რომელიც ასევე წარმოადგენს ტოკენს. დღეს ნახშირბადის ბაზარი არაგამჭვირვალეა, სავსეა შუამავლებით და მომხმარებელი ვერ იღებს პირდაპირ კავშირს საკუთარ კლიმატურ ზეგავლენასთან. ჩვენი პლატფორმა ხსნის ამ პრობლემას: ვქმნით გამჭვირვალე, ხელმისაწვდომ სისტემას, სადაც თითოეული NFT წარმოადგენს კონკრეტულ ნახშირბადის კრედიტს, კონკრეტული ხისგან, კონკრეტულ ადგილას. ჩვენი მიზანია დემოკრატიზაცია – გავხადოთ ნახშირბადის ოფსეტები ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი. ინდივიდებსა და მცირე ბიზნესებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა იყიდონ რეალური გარემოსდაცვითი ზეგავლენა, ნახონ მისი ლოკაცია რუკაზე, და გაუზიარონ სხვებს. ინოვაცია ბლოკჩეინის ინტეგრაციაა გარემოს დაცვაში, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ გამჭვირვალობას, არამედ ნდობასა და რეპუტაციას გლობალურ ბაზარზე.