Doggo • დოგო
ელექტრონული კომერცია
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
ქლინფო დეპო დავაფუძნეთ გიორგი აბაშიძემ და ლაშა ხუციშვილმა, ცხოველების მოვლის მიმართულებით ინოვაციების დანერგვის მიზნით. ჩვენი გუნდი აერთიანებს 15+ წლიან სტარტაპ და ბიზნეს მენეჯმენტის და 10+ წლიან ელექტრონული ინჟინერიის - ავტომატიზაციის მიმართულებით გამოცდილებას. პირველ ეტაპზე, ჩვენმა გუნდმა შექმნა რამოდენიმე ინოვაცია: - თვითმომსახურების გრუმინგ სალონის დანადგარი, სადაც მომხმარებელს შეუძლია თვითონ დაბანოს შინაური ცხოველი და საგრძნობლად შეამციროს სტრესის რისკი, ღირებულება და გაზარდოს ცხოველის კმაყოფილების ხარისხი. - კვების გამოწერის სერვისი, რითიც ვაგვარებთ ცხოველების პატრონების ძირითად პრობლემას - სისტემურ კვებას. სერვისში ჩართულ მომხმარებლებს, ვაძლევთ სარგებლობაში ჭკვიან ფიდერებს, რომელიც პროგრამდება კონკრეტულ დროს, კონკრეტული რაოდენობის ჩამოყრაზე. ერთადერთი პირობაა - მომხმარებელმა ექსკლუზიურად ჩვენგან უნდა იყიდოს საკვები (იგივე ბრენდი, იგივე ფასად, რასაც იყენებს). - მიუსაფარი ცხოველების გამოკვების სერვისი - დივაისების ქსელი, რაც დაიდგმება სკვერებში საქართველოს მასშტაბით და ჩამოყრის მაღალ კალორიულ საკვებს მიუსაფარი ცხოველებისთვის. მოცემული პროექტი დაფინანსდება კომპანიების და ინდივიდების მიერ, საქველმოქმედო და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. რაც შეეხება ბიზნეს მოდელს: (1) თვითმომსახურების გრუმინგის საშუალო ღირებულება იქნება 15 ლარი, ხოლო თვითღირებულება არ აღემატება 2.3 ლარს. შედარებისთვის, დღევანდელი შეთავაზებები გრუმინგის მომსახურებაზე კლასიკურ სალონებში, იწყება 75 ლარიდან. (2) კვების გამოწერის მიმართულებით, საშუალო საკომისიო საკვებზე შეადგენს 15%, რითიც კლასიკური ზოომაღაზიები აფინანსებენ ზედნადები ხარჯების აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენს შემთხვევაში, მომხმარებელი გრძელვადიანად თანამშრომლობს ჩვენთან და ჩვენი ზედნადები ხარჯი შეადგენს მხოლოდ დისტრიბუციას და ლოგისტიკას (არ გვაქვს ფიზიკური მაღაზია, გამყიდველები და სხვა ხარჯები). (3) მიუსაფარი ცხოველების შემთხვევაში, ერთი გამოკვება ეღირება სამი ლარი, ხოლო თვითღირებულება - 1.2. კვების პორციები დაფინანსდება როგორც კომპანიების მიერ, თავისი CSR პოლიტიკის ფარგლებში, ასევე გაიყიდება სხვადასხვა აქსესუარები პარტნიორ ქსელებში, რისი ღირებულებაც პირდაპირ დააფინანსებს პროპორციულად პორციებს. დიდ სურათს რომ შევხედოთ, კავკასიის რეგიონში ძალიან სწრაფად ვითარდება ცხოველების მოვლის ბაზარი (რაოდენობრივად და ხარისხობრივად), მაგრამ პროდუქტების და მომსახურებების ვენდორები საკმაოდ მოძველებული ბიზნეს მოდელებით და მეთოდებით ოპერირებენ. ამ ნიშის ამოვსება არის შპს ქლინფო დეპოს წარმატების გასაღები.