აიბისისიეს ტაქსი საქართველო
მომსახურება
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ბიზნესის აღწერა
2018 წლიდან IBCCS Tax საქართველომ წარმატებით დანერგა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საგადასახადო, იურიდიული და ბუღალტრული სერვისები ქართულ ბაზარზე, რაც მანამდე რეგიონში ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო. კომპანია ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს სთავაზობს კომპლექსურ მომსახურებას – სამართლებრივი სტრუქტურების შექმნიდან ფინანსური დაგეგმვისა და შესაბამისობის სრულ მხარდაჭერამდე. IBCCS Tax-ის საქმიანობა მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს ბიზნეს გარემოს: კომპანია ამაღლებს პროფესიული მომსახურების ხარისხს, ხელს უწყობს სტარტაპებისა და მცირე მეწარმეების ზრდას, ქმნის ინვესტიციების მოზიდვის პლატფორმას და ავითარებს ფინანსურ ცნობიერებას. ამასთან, ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიონალი კადრების განვითარებაში – მისი თბილისისა და ბათუმის ოფისებში დასაქმებულები მუშაობენ მაღალი სტანდარტების გარემოში და გადიან სისტემურ ტრენინგებს. IBCCS Tax დღეს უკვე რეგიონული მოთამაშეა, რომელიც საქართველოდან მომსახურებას უწევს კლიენტებს ევროკავშირში.