MATE - Friendly Guide to you Insurance Journey
დაზღვევა
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
MATE-ის სოციალური პასუხისმგებლობა პირველ რიგში ფინანსური განათლების, ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება. იგი, YouTube არხის საშუალებით (https://youtube.com/@matefinancefriendininsurance?si=TC554xUGWqV2tB4d ), დაზღვევის სფეროზე უფასოდ აწვდის პრაქტიკულ და ადვილად გასაგებ ინფორმაციას ფართო საზოგადოებას. ჩემთვის პრიორიტეტულია, რომ ადამიანებმა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, მათი ფინანსური კეთილდღეობისთვის, დასვან საჭირო კითხვები და ჰქონდეთ მეტი ნდობა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ. ვამაყობ იმით, რომ პოდკასტის ეპიზოდები ხელს უწყობს დარგის წარმომადგენლების და საზოგადოების დიალოგს და ერთმანეთის უკეთ გაგებას. ჩემი მიზანია, საზოგადოებაში ნდობის და ცნობადობის დამკვიდრების შემდეგ Mate გახდეს პლატფორმა, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება სასურველი სადაზღვევო პროდუქტის არჩევაში, სხვადასხვა ინოვაციური ინსტრუმენტის დახმარებით, რაც გააუმჯობესებს ადამიანების ფინანსურ კეთილდღეობას გრძელვადიან პერსპექტივაში.