ჯგუფი ფრილანსერი

ჯგუფი ფრილანსერი

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო ფრილანსერი

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩემი ძირითადი პროფესიული მიმართულებაა მარკეტინგი. 2019 წლიდან დღემდე 26-მდე კომპანიასთან მაქვს ნამუშევარი როგორც კონსულტანტს, მარკეტინგის სპეციალისტს ან გუნდში ინტეგრირებულ პარტნიორს. მონაწილეობა მიმიღია 15-მდე სემინარში — როგორც ორგანიზატორს, სპიკერს ან პარტნიორს, რაც მეხმარებოდა ცოდნის გავრცელებაში და პროფესიული ქსელის გაფართოებაში. მქონდა საკუთარი რუბრიკა არხ “ფორმულა”-ზე ფრილანსერებზე. 2019 წლის 2 ნოემბრიდან ვმუშაობ აქტიურად ფრილანს კულტურის განვითარებაზე საქართველოში. მაშინ, როცა ფრილანსინგი ნაკლებად იყო გაგებული სფერო, შევქმენი Facebook ჯგუფი – „ფრილანსერი • Freelancer“, რომელიც დღეს უკვე ყველაზე დიდი თემატური ონლაინ სივრცეა ამ მიმართულებით (მოიცავს 48,000-მდე წევრს). ჯგუფი გახდა არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების პლატფორმა, არამედ უამრავი დასაქმების, კოლაბორაციისა და გამოცდილების გაზიარების ადგილი. ჩემთვის ეს ჯგუფი მხოლოდ ციფრებით გაზომვადი წარმატება არაა — მასში ჩავდე გული, ცოდნა, დრო და მონდომება. იგი მრავალი ფრილანსერისთვის იქცა წარმატების კიბედ, ხოლო ჩემთვის — გამოცდილების უწყვეტ წყაროდ. ხშირად ვარ დაკავებული პროფესიული მენტორობით. 2024 წელს ჯგუფმა პასიური კომერციული მიმართულებით 6000 ლარამდე გამოიმუშავა რეკლამებისა და ვაკანსიების განთავსებით. პარალელურად, აქტიურად ვთანამშრომლობ კომპანიებთან, რომლებსაც სჭირდებათ სანდო და გამოცდილ ფრილანსერებთან წვდომა — ხშირ შემთხვევაში ვუწევ რეკომენდაციას და ვეხმარები გუნდების ფორმირებაში. პროფესიულად, 2024 წელს, შედარებით გამოთავისუფლებული დროისა და სტაბილური რეჟიმის პირობებში შემოსავალი 2.5-ჯერ გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ამ ზრდის მთავარი ფაქტორი იყო სიღრმისეული და უფრო მრავალპროფილური მუშაობა ბიზნესებზე, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი იყო პროექტი: „სუფთა“ – მარკეტინგული ხედვა და სტრატეგიული განვითარება ეს არის ონლაინ პლატფორმა საოფისე და სამეურნეო საქონლისთვის — გახდა 2024 წელს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური 6 თვიანი პროექტი. შევიმუშავე ბიზნესის განვითარების გეგმა, ჩავერთე პლატფორმის დეშბორდის რესტრუქტურირებაში და მომხმარებელთან კომუნიკაციის სტრატეგიაში. სისტემას არ ჰქონდა ანალიტიკური შესაძლებლობები და ავტომატიზაცია და შესაბამისად Data Driven Marketing-ს ვერ ვაწარმოებდით. ეს ყველაფერი სტრატეგიულად თავიდან აეწყო. ჩატარდა კვლევა და დადგინდა, რომ კონკურენტებს მსგავსი მიდგომები არ გააჩნდათ. გარდა ტექნიკური და სტრატეგიული ჩარევისა, დავნერგე მიდგომა, რომელიც მომხმარებელთან კომუნიკაციას და მათ გამოცდილებას ახალ დონეზე აწევდა.