განჯინა
კვების მრეწველობა, სასმელები
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
განჯინა“ არის პირველი კონცეპტუალური საკონდიტრო თბილისში, რომელიც 2020 წელს დაარსდა, როგორც ონლაინ ბიზნესი. იგი დაიწყო მცირე მასშტაბით – 1 ღუმლით ბინაში, მაგრამ მალევე გახდა პოპულარული თავისი არასტანდარტული, ინდივიდუალურად მორგებული ტორტებით, რომლებიც ადამიანის ხასიათზე იყო მორგებული და სტერეოტიპებს ამსხვრევდა. 2023 წელს განჯინამ ფალიაშვილის ქუჩაზე გახსნა პირველი ფიზიკური სივრცე, სადაც მომხმარებლებს ტორტის საკუთარი ხელით მორთვის შესაძლებლობაც მიეცათ. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, საკონდიტრო გადაინაცვლა ახალ, უფრო დიდ ლოკაციაზე აბაშიძის 20 ნომერში. სწორედ იქ დაიწყო გაყიდვა არტიზანული დონატებისა და „დუბაის შოკოლადისაც“, რომელმაც ბრენდს ახალი შესაძლებლობები გაუჩინა. „განჯინა“ განსაკუთრებული ყურადღებას აქცევს ხარისხიან ინგრედიენტებს, ინოვაციურ რეცეპტებსა და მომხმარებლის თავისუფალი თვითგამოხატვის ხელშეწყობას. მისი ბესთსელერები არიან „cookie pie“-ები და „crumbl cookies“, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულია ბავშვებსა და მოზარდებში.