LEPOTA
განათლება, მეცნიერება, დასაქმება
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ბიზნესის აღწერა
ცენტრი LEPOTA ახორციელებს ესთეტიკური და ინექციური კოსმეტოლოგიის მიმართულებით მომსახურებას, მისამართზე: ქ. თბილისი ,ზ. ფალიაშვილის N17. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი LEPOTA და პროფესიონალების გუნდი სთავაზობს , ესთეტიკური და თერაპიული კოსმეტოლოგიის მიმართულებით , ევროკავშირის და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნადი რეგულაციებით კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტის აღზრდას. კერძოდ– 2021 წელს ცენტრმა LEPOTA მოიპოვა პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის „ესთეტიკური კოსმეტოლოგია“ განხორციელების უფლება, რომლის დასრულების შემდეგ , კურსდამთავრებული იღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან საერთაშორისო სერტიფიკატს დანართით (სწავლის შინაარსი). პროგრამის განხორციელების მოთხოვნიდან გამომდინარე , გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით , ცენტრმა გააფართოვა სწავლის არეალი. საგანმანათლებლო პროგრამას ვახორციელებთ, როგორც ქ. თბილისში, ასევე ოთხ რეგიონში: ქ.თელავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. რუსთავი. სწავლება მიმდინარეობს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს სწავლებას რეალურ სამუშაო გარემოში. რეგიონებში პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ხუთი კერძო კომპანია.