ანა ხუბუა
ანა ხუბუა
კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
მე ვქმნი ხელნაკეთ სარკეებს,რომლებიც არის არამარტო დიზაინის ელემენტი,არამედ ემოციური შეტყობინება.სარკეებს ვამზადებ უნიკალურ ფორმებში:გულისა და მზის სხივებისგან შემდგარი დიზაინით. გული-სიყვარულის სიმბოლოა,მზე კი- სითბოსი .ასევე ქვევრისა და ღვინის ჭიქის ფორმით,რაც ქართული ტრადიციის ვიზუალურ გაგრძელებას წარმოადგენს.თითოეულ სარკეზე გადამაქვს მომხმარებლის მიერ არჩეული ტექსტი-სიტყვები,რომლებიც შეიძლება იყოს მოტივატორი,სიყვარულის გამომხატველი,ან თვითშეფასების ამამაღლებელი. ჩემი სარკეები მომხმარებლისთვის ხშირად არის ყოველდღიური შთაგონების წყარო.ისინი ეხმარება ადამიანებს დაინახონ საკუთარი სილამაზე და ღირებულება ყოველდღიურად-როგორც სიტყვიერად,ისე ანარეკლში.