თაია
კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
"თაია" არის დიორამების სახელოსნო, რომელიც უკვე 5 წელია წარმატებით ფუნქციონირებს როგორც საქართველოში, ისე ამერიკასა და ევროპაში. ის ქმნის სამგანზომილებიან, მინიატურულ სცენებს, რომლებიც სრულად მორგებულია მომხმარებლის იდეასა და ემოციებზე. ნამუშევრები, როგორც წესი, საჩუქრად გამოიყენება თავისი კრეატიულობისა და პერსონალიზაციის გამო. კომპანიის მთავარი ღირებულებაა ემოციური კავშირი, რასაც მისი დიორამები იწვევს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია პროდუქციის გაყიდვა ამერიკის სპეციალიზებულ მაღაზიაში და შოურუმის გახსნა თბილისში. "თაიას" ნამუშევრები უკვე იყიდება საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაზე, ხოლო მომავალში დაგეგმილია ქართული თემატიკის დიორამების დამატება ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით.