RENTO
ტრანსპორტი და გადაზიდვები
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
ქართული კომპანია Rento TMC , რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა, სწორედ ამ მიმართულებას ავითარებს. კომპანია თანამედროვე მენეჯერული მიდგომებით, მყარ ღირებულებათა სისტემით, ადამიანურ რესურსებზე ფოკუსირებითა, საქართველოში ყველაზე დიდი, მრავალფეროვანი ავტოპარკითა და პროტოკოლური სატრანსპორტო მომსახურებით გამოირჩევა. RENTO-ს მთავარ უპირატესობას მისი გუნდი, ღირებულებებითა და პროფესიონალიზმით დაკომპლექტებული ადამიანები წარმოადგენენ. RENTO-ს თითოეული მძღოლი Rento Academy - ს მომსახურების პროტოკოლის თანახმად მოქმედებს, სპეციალურ უნიფორმაშია გამოწყობილი და კომფორტული მგზავრობისთვის ყველა საჭირო ატრიბუტს ფლობს. კომპანიაში ასევე შესაძლებელია სასურველ ენაზე მოსაუბრე მძღოლის შერჩევა, რათა სერვისის უცხოენოვან მომხმარებელს მძღოლთან კომუნიკაციისას ბარიერი არ შეექმნას. ზემოთ ხსენებულ აკადემიაში რენტო მუდმივად ატრენინგებს ყველა მძღოლს (პირველადი სამედიცინო დახმარება, ენები, ქცევის კოდექცი, უსაფრთხო მართვა და სხვა) მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად კომპანიაში მოქმედებს 24/7 ზე ქოლ-ცენტრი, მუშაობს 10 პირადი ტრანსპორტის მენეჯერი, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში, შესაბამისად რენტოს სერვისის მიღება მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი. მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება RENTO-ს გუნდისა და მისი თითოეული მძღოლისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. კომპანიში 200-ზე მეტი საუკეთესო მძღოლია დასაქმებული. თითოეული მათგანი სწორედ კომპანიის ღირებულებების თანხვედრის შესაბამისადაა შერჩეული. რენტო ჯგუფი 100 - ზე მეტ მაღალი და საშუალო კლასის ავტომობილს ფლობს ყველა მოცულობით კატეგორიაში (სედანი, მინივენი, კროსოვერი, მიკროავტობუსი, ავტობუსი) რენტოს ისეთი კომპანიების ხელმძღვანელი პირების გადაყვანის გამოცდილება აქვს, როგორიც „ნაიკი“ და „ფეისბუქია“. „რენტოს“ ნასას-თანაც კი უმუშავია და მისი წარმომადგენლის უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებაზე უზრუნია.