ჭიტა
მომსახურება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
კომპანია დაარსდა 1996 წელს და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს სოციალურ პასუხისმგებლობის პროექტებში. 2016 წლიდან ხორციელდება სოციალური კამპანია „იჩქარე სიკეთის კეთება“, რომლის ფარგლებშიც 20,000-ზე მეტი ბავშვი დასაჩუქრდა. ბენეფიციართა შორის არიან მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ასევე ლეიკემიით დაავადებული ბავშვები, ომში დაღუპული გმირების შვილები და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვები. კამპანიის ბოლო ორი წელი სრულად ეძღვნება მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია ასევე ასპონსორებს ოლიმპიადას „კინგსი“ და მონაწილეობს გარემოსდაცვით ღონისძიებებში, მათ შორის, გამწვანებისა და ხეების დარგვის კამპანიებში (მახათის მთა, მცხეთა, დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორია და სხვ.).