შპს რეგულაციებთან შესაბამისობის აკადემია

შპს რეგულაციებთან შესაბამისობის აკადემია

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

Compliance Academy Georgia არის განათლებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური სექტორის გამჭვირვალობასა და ცნობიერების ამაღლებას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში (AML/CFT). ორგანიზაცია აუმჯობესებს პროფესიონალთა ცოდნას და უნარებს ამ მიმართულებით და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: უფასო ტრენინგები ახალგაზრდა ქალებისთვის AML-ის თემაზე – ქალების გაძლიერებისა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული; საზოგადოებრივი ვებინარები ფინანსური უსაფრთხოების და კორუფციის პრევენციის თემებზე; ტრენინგის შემდგომი მენტორობა მონაწილეებისთვის ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად; ქართულად ადაპტირებული საგანმანათლებლო მასალების და რეგულაციების გაზიარება სოციალური ქსელებით. ორგანიზაციის პრიორიტეტია განათლება და გენდერული თანასწორობა. მისი მიზანია ფინანსურ სექტორში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ცოდნის გავრცელებით. აქტივობების მასშტაბი მუდმივად იზრდება – მიმდინარეობს მოლაპარაკებები რეგიონულ უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა მეტი ბენეფიციარი ჩაერთოს პროგრამებში. მათი საქმიანობა დადებითად აისახება როგორც პროფესიულ განვითარებაზე, ისე საზოგადოების ზოგად ინფორმირებულობაზე და ქალების ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე.