ფრუტერა
კვების მრეწველობა, სასმელები
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში, საოკუპაციო ხაზთან 2020 წელს, ხილის გადამამუშავებელი საწარმო ავაშენეთ. 2023 წელს თიბისის და გრანტის მეშვეობით, გაფართოვდა წარმოება და ამჟამად 40-მდე სახის სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის, ჩირს, ტყლაპს, ჩურჩხელას, ნატურალურ წვენს და ვაშლის ძმარს ვაწარმოებთ. ჩვენი ყველა პროდუქტი ნატურალურია. წარმოებისას არ ვიყენებთ დანამატებს, რაც განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს უნარჩუნებს პროდუქტს და არა მხოლოდ უვნებელია მომხმარებლისთვის, არამედ სასარგებლოცაა მათი ჯანმრთელობისთვის. საქართველოში ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ბულგარული წიწაკის და პომიდვრის ჩირი აწარმოა. ნედლეულს ადგილობრივი გლეხებისგან ვყიდულობთ და ამით ხელს ვუწყობთ მათი შემოსავლების ზრდასაც. ჩვენ ვცდილობთ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ბიზნესის საჭიროებებს და ცნობადობის ზრდის პარალელურად, ვზრდით მიწოდებასაც. მნიშვნელოვანია, რომ ერთგული მომხმარებლების რიცხვი სულ უფრო უზრდება, ამასთან პარტნიორულ ურთიერთობებს ვამყარებთ სხვადასხვა სახის ბიზნესებთანაც, როგორიცაა კერძო საბავშვო ბაღები, რესტორნები, სასტუმროები, ჩირის რეალიზატორი დიდი კომპანიები და სხვ. ეს გვაძლევს დივერსიფიცირებულ პორტფელს. მომდევნო წლებში გვინდა გავზარდოთ პროდუქციის ასორტიმენტი, ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი კომპანიის წილი და პარალელურად ვიზრუნოთ მაღალშემოსავლიან ბაზრებზე ექსპორტზე.